ონლაინ რეჟიმში უკვეთავთ ავტომობილს - თანხას კი იხდით ავტომობილის აყვანის დროს!

point  ”დამქირავებელ”-ის ასაკი განისაზღვრება მინიმუმ 23 წელი, მაქსიმუმ 75 წელი.
point  ”დამქირავებელ”-მა აუცილებლად უნდა წარმოდგინოს პირადობისა და მართვის მოწმობა.
point  ავტომობილის დაქირავების მინიმალური დრო განისაზღვრება მინიმუმ 24 საათით. 
point  ავტომობილის განვლილი კილომეტრაჟი არის ულიმიტო.
point  ავტომობილის დაქირავებისას ”დამქირავებელ-”სა და კომპანია ”ჯიპ-რენტი”-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. 
point  ”დამქირავებელი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე კომპანია ”ჯიპ-რენტ”-ს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი საზღაური და ასევე სადაზღვევო ფრანშიზა 300 USD ოდენობით, რომელიც უბრუნდება ”დამქირავებელ”-ს ავტომობილის ჩაბარების დროს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას.
point  კომპანია ავტომობილს აბარებს სავსე ავზით , გარეცხილ მდგომარეობაში და ასევე აბრუნებს ”დამქირავებელი.”
 point ”დამქირავებელი” ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს კომპანიას ავტომობილით დროებით სარგებლობის ვადის გადაცილების შესახებ, რაც ანაზღაურდება ორმაგად ყოველ გადაცილებულ საათზე.

 

point  თუ ავტომობილი დაუბრუნდა კომპანიას ნაკლული ავზით, ასეთ შემთხვევაში ავზის შესავსებად დაკლებული საწვავი იანგარიშება 0.80 USD ლიტრზე. ასევე ”დამქირავებელი” არის მთლიანად პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ავტომობლში გამოყენებული იქნება უხარისხო ან სხვა ტიპის საწვავი. 
point  ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ”დამქირავებელი” იხდის კომპანიის სასარგებლოდ ჯარიმას 300 USD ოდენობით.
point ”დამქირავებელმა” თუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ავტომობილი დროულად არ დაუბრუნა კომპანიას მისი სარგებლობის დროის ამოწურვიდან სამი საათის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ავტომობილის ძებნილად გამოცხადების შესახებ.

კომპანია ”ჯიპ-რენტი” ასევე გთავაზობთ ავტომობილების დაქირავებას ხანგრძლივი ვადით: ერთი თვე და მეტი. ასეთ შემთხვევაში, გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ სპეციალური ტარიფებით.ამ ტარიფებით ასევე ისარგებლებენ კორპორატიული კლიენტები. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებზე ან პირადად გვეწვიეთ ოფისში.

კომპანია“ჯიპ-რენტ’-ში გადახდა წარმოებს, როგორც ნაღდი აგრეთვევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე გადასახდელად მიიღება Visa და MasterCard;  პლასტიკური ბარათები. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის კურსით.

point  შპს "ჯიპ–რენტი"–ში დაქირავებული ყველა ავტომობილი არის დაზღვეული შპს "ჯიპ–რენტი"–ს მიერ. დაზღვევა ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე: ავტო– საგზაო შემთხვევა, მატერიალური და ფიზიკური ზარალი მიყენებული უცხო პირის მიერ, ასევე დამქირავებლის მიერ მესამე პირზე მიყენებული ზარალისანაზღაურება (10 000 აშშ დოლარამდე)წინარე პუნქტში მითითებული შემთხვევების დროს, დამქირავებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საპატრულო პოლიციას (112  022) და მესაკუთრეს (995 322106310; 551 106310) დამქირავებელმა მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებული ოქმი შემთხვევის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.

point  დამქირავებელი თანხმობას აცხადებს, რომ იღებს სრულ პასუხისმგებლობას და აანაზღაურებს სრულ ზარალს იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღნიშნული ავტომობილის მართვის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ან არ წარმოადგენს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებულ ოქმს. დაზღვევა არ ანაზღაურებს დაქიეავებული ავტომობილის საბურავების, სავალი ნაწილების, ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ხიდების დაზიანებასა და სხვ. თუ იგი არის გამოწვეული მძღოლის დაუდევრობით და არ არის დაკავშირებული ავტო–საგზაო შემთხვევასთან. სრული ზარალის შემთხვევაში დამქირავებელი ანაზღაურებს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 20% დამატებული სადაზღვევო დეპოზიტი.

No front page content has been created yet.