იმერეთი (ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია)

იმერეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, სოფლის მეურნეობა, მდიდარი ხალხური და განსაკუთრებით იმერული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები წარმოადგენენ კარგ წინა პირობას რეგიონში ტურიზმისათვის. 

იმერეთში 333 ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიან ანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ წარმოდგენას უქმნიან სტუმარს ქართული თვითმყობადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. 
იმერეთის მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250000 ჰა უჭირავთ. რომელიც ლამაზადაა შერწყმული მთა გორიან ლანდშაფტს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ შეხვდებით წიწვოვან და შერეულ ტყეებს. კავკასიისათვის დამახასიათებლ ფაუნის წარმომადგენლებს. კავკასიურ დათვს, ტახს, ირემს, შველს, მელას მგელს და ტურას, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ხელშეუხებელი ბუნება საინტერესოს ხდის მას მოგზაურისათვის. 

ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის მუხნარის, ვანის, ჭიათურიის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც იმერეთში 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს და უმდიდრესია თავისი ფლორითა და ფაუნით. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნებიან ტერიტორიები, სადაც დღეს ტყიბულის, შაორის და რიონჰესის წყალსაცავებია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად გვხვდება ბუნებრივი ტბები, ზღვის დონიდან 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე. 

იმერეთის ტერიტორია ისე, როგორც მთელი საქართველო ანტიკური, გვიანი და ადრე ქრისტიანული ხანის ისტორიულ - კულტურული ძეგლებითაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი ტურისტული ჯგუფებისათვის და სპეციალისტებისათვის ამოუწურავ მარაგს წარმოადგენენ. მარტო იმერეთის მხარეში 250- ზე მეტი ასეთი ძეგლია.