გურია (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბახმარო)

გურია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში. გურია საქართველოს ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. გურია ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ: ბარსა და მთიან ნაწილებად იყოფა. 

გურიის დაბლობი ნაწილი ნოტიო სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. იანვრის ტემპერატურა +3.5°ც, ივლისის კი +23°ც-ია. გურიის უძველესი ტრადიციები, ისტორია და ეთნოგრაფია დააინტერესებს ტურისტებს. გურიაში მოქმედებს არაერთი გუნდი და ანსამბლი, ქართული და გურული ცეკვისა და სიმღერების შემსრულებლები. 

დღემდეა შემორჩენილი უძველესი ტრადიციები – მაგალითად როგორიცაა კალანდა, საახალწლო რიტუალი, ალილო, ~აგუნა” ღვინის დაწურვის რიტუალი, შრომის დროს დახმარების პროცესი - ნადი, ჩიჩილაკის გადალოცვა. საინტერესოა ხალხური რეწვაში ჩართვა და მონაწილეობის მიღება, მაგალითად როგორიცაა თაფლის გამოხდა, ყავარის გახდა, ხისა და თიხის ნაკეთობების დამზადება და სხვ. გურიის ტერიტორიაზე მიკვლეულია არაერთი არქეოლოგიური ძეგლი, ზოგი მათგანი გათხრილი და დაკონსერვებულია, ზოგი ჯერაც გასათხრელია, ზოგის გამოკვლევა კი მიმდინარეობს. 

არქეოლოგიის მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ: ურეკი, წვერმაღალა, ციხისფერდი (პეტრა), ქორბუდე, ვაკიჯვარი, გრიგოლეთი. 

ურეკი – ზღვისპირა კურორტი მაგნიტური ქვიშით. აქ იკურნებიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებები. 

ბახმარო – კლიმატური მთის კურორტი, რომელიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებებისა და ჰიპოტონიურ მდგომარეობების, სისხლნაკლებობის, ნევრასთენიისა და ლიმფადენტის შემთხვევებში. ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება. 

ნაბეღლავი – ცნობილია თავისი მინერალური წყლით. იგი გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სამკურნალოდ.