თბილისი
ლეგენდის მიხედვით, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული,ერთ-ერთი ნადირობის დროს ქართველთა მეფის ვახტანგ გორგასლის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წალში ჩაცვენილან და დაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ხელსაყრელი ადგილის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. "თბილისი" - "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") გოგირდის ცხელი წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. თბილისის ამ ისტორიულ უბანს - აბანოთუბანი დაერქვა და პირველი უძველესი მოსახლეობაც გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა თბილისი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ორთაჭალის ბაღებით იფარგლებოდა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთს მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები ხოლო ჩრდილოეთ-დასავლეთით კი - წავკისის წყალი.
IV საუკუნეში წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი სტრატეგიულ - გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა უმნიშვნელოვანი სავაჭრო გზები ამიერკავკასასა და აზიისაკენ.
არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ დასახლებული ყოფილა ძვ. წ. IV ათასწლეულში. ახ. წ. IV საუკუნის II ნახევარში ამ ადგილას მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის ბოლოს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა, ხოლო V საუკუნის შუიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა.
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
ქალაქი თბილისი თავისი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობით, თანდათან შუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი გახდა რამაც, გაიზარდა მეზობელ სახელმწიფოთა ინტერესი მისადმი.