შიდა ქართლი (გორი, ხაშური)
შიდა ქართლი, როგორც ისტორიული პროვინცია, ლიხის ქედსა და მდ. არაგვს შორის მდებარეობს. მისი ფართობი (სამხრეთი ოსეთი 2230 კ. კმ. და 80 ათასი კაცი) მთლიანად შეადგენს 5770 კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა – 464 ათას კაცს.
ჰავა ზომიერად თბილი და ტენიანია (ზოგან მშრალი). შიდა ქართლის ლანდშაფტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
შიდა ქართლის რეგიონს ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია მოხერხებული გეოგრაფიული მდგომარეობა, შესანიშნავი დასასვენებელი ადგილები, ბუნება, მთის ცივი, ანკარა წყაროები, დიდი და პატარა მდინარეები, ბუნებრივი და ხელოვნური ტბები, თრიალეთისა და ლიხის ქედის უმშვენიერესი სანახები, აქ არსებული ისტორიისა და ბუნების ძეგლები ყოველთვის იპყრობდა მნახველთა ყურადღებას.
შიდა ქართლის რეგიონი მდიდარია კულტურული და არქიტექტორული ძეგლებით. მთებზე და ხეობებში განლაგებულია მრავალი ქვით ნაშენი ციხესიმაგრეები, კოშკები, ტაძრები, ძველი ნასოფლარები.
შიდა ქართლის რეგიონი ერთ - ერთი ყველაზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ეს დიდი პოტენციალი დააინტერესებს კულტურული და პილიგრიმული ტურიზმის მოყვარულებს.
აქ არსებული მოქმედი ეკლესია - მონასტრები ქრისტიანული ტრადიციებით მომლოცველთა ყურადღების ობიექტი გახდება.
სურამის ციხე - სიმაგრე, ქვიშხეთის ციხე, წრომის ტაძარი, ურბნისი სიონის ტაძარი, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, ქვათახევი, სამთავისი, ერთაწმინდა, გორიჯვარი, ყინწვისის მონასტერი, წინარეხი, ბიეთის მონასტერი, წვერის წმ გიორგის ეკლესია, რკონი, ძამის ციხე და მრ. სხვ.
არქეოლოგიური ძეგლები მრავლად გვხვდება რეგიონის მასშტაბით. მარტო ქარელის რაიონში საქართევლოს ისტორიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებია, როგორებიცაა დედოფლის მინდორი და ნაცარგორა, ციხიაგორა კასპის რაიონში და სხვ.
რაც შეეხება ღვინის ტურიზმს, რეგიონში არაა ეს დარგი იმდენად განვითარებული, როგორც კახეთში, თუმცა აქაური პოტენციალი არაფრით ჩამოუვადრება კახეთისას. თუნდაც ის ფაქტი, რომ უძველესი ღვინის კულტურის ნიშნები და ყურძნის წიპწები (მსოფლიოში უძველესი – ძვ. წ. 8000 წ.) სწორედ ქართლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.