სვანეთი (მესტია,უშგული)
სვანეთის რაიონი ერთერთი უდიდესი და უმძლავრესი სამთო გაერთიანებაა კავკასიაში. სვანეთს უჭირავს ცენტრალური კავკასიის მთების სამხრეთი ფერდობი. მაცხოვრებლები - 20 000-მდე. ეთნიკური ქართველები – სვანები შეადგენენ 90% მოსახლეობის. ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობა მეცხოველეობა, მცირე მესაკუთრული სასოფლო - სამეურნეო საწარმოები. ძირითადი პროდუქტები – რძე, ყველი, ხორცი, რძის პროდუქტები. რეგიონს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი. მთავარი ტურისტული მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობა და ალპური ბუნება (სვანეთი არის უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მხარე). ტრადიციული ტურისტული მემკვიდრეობა: ალპინიზმი, მთასვლელობა, ლაშქრობა (6 პიკი 5000-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), ეთნოგრაფიული ექსკურსიები, კულტურული მემკვიდრეობათა ნაკვალები.
დღესაც კი სვანეთი იზიდავს ბევრ მოგზაურს, როგორც კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა. განთავსების საშუალებათა განსაზღვრული რაოდენობა უზრუნველყოფილია იქაური მაცხოვრებლებით. სასტუმრო სახლები სოფელ უშგულში, მესტიაში, ჯაბეშში. მაზერში და სხვ. ძირითადი მომსახურე პერსონალი დაკომპლექტებულია იქაური მაცხოვრებლებით. სვანეთში არის როგორც სასტუმრო სახლები ასევე , უბრალო ორადგილიანი ოთახები, სადაც გათვალისწინებულია კვებით მომსახურებაც . სასტუმრო სახლებს აქვთ ცხელი წყალი, შხაპი და პერსონალური საპირფარეშოები.
სვანეთში დღემდე შემონახულია უნიკალური არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, ტრადიციული დღესასწაულები. ლანდშაფტი, მთის მწვერვალები (5150 მ-ის სიმაღლეზე) და მყინვარწვერები იპყრობენ მთასვლელებისა და მოგზაურთა ყურადღებას.
სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მსოფლიო ტურიზმში ცნობადი სახის შესაქმნელად. ამ მხარის კოლორიტი ხიბლავს ქართველსაც და უცხოელსაც. უძველესი კოშკები და ბუმბერაზი მთები პირველივე წუთიდან ატყვევევბს მნახველს.
ამ მხარის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ მრავალფეროვანია – გარდა მხარის დათვალიერებისა, სვანეთს შეუძლია მრავალ მხრივ გააცვიფროს ტურისტი.
სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით (რომლებიც თარიღდება XII ს-იდან ზემოთ), სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
მხარე მდიდარია არქეოლოგიური მასალითა და შუასაუკუნეების ხალხური შემოქმედების ექსპონატებით.
სვანეთის სალოცავები თავისი ძველი ტრადიციებითა და უნიკალური მხატვრობით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ მხატვრობით, არამედ ადგილობრივი თავისებური არქიტექტურული ნიშნებითაც გამოირჩევიან. აქ დაცული სიწმინდეები მიიზიდავს მრავალ მლოცველს შესაბამისი რელიგიური დღესასწაულისას.
ისტორიული ძეგლების გაცნობა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა სვანეთში.
სვანეთის რეგიონი იდეალური ადგილია ჯიპ ტურებისათვის, რომლის დროსაც ტურისტს ეძლევა საშუალება ეზიაროს სვანეთის ბუნების სილამაზეს.